Wednesday, November 28, 2012

ია

უღრან ტყეში მოსული ვარ... მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულხავსიანს კლდესა, სუნელებას მივაფრქვევ არემარეს.

შვლის ნუკრის ნაამბობი

პაწაწავარ,ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი.ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრის თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია.

ხმელი წიფელი

განა ყველა, რაც ხმელია,
კაცისგან საწუნარია?
ათასს ცოცხალსა გევრჯელა
ათჯერ სჯობს ერთი მკვდარია.

Saturday, November 24, 2012

სასწავლო პროექტი

1.პროექტის სახელწოდება
რატომ შეარქვეს ვაჟას ბუნების მგოსანი ?
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა.
3.პროექტის აქტუალობა:
ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას პოეტის შემოქმედებისადმი.შესაძლოა მოსწავლეს ლექსის დაწერის სურვილი გაუჩნდეს.
4.პროექტის მიზნები:
ემოციურად მიმზიდველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ვაჟას პოეზიისადმი. იმ გარემოს გაცნობა, რომელშიც დიდ პოეტს უხდებოდა ცხოვრება და მოღვაწეობა.
5.მონაწილეთა ასაკი:
მეოთხე კლასი. 10 წელი.
6.ვადები/ ხანგრძლივობა:
1 თვე .
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიზლება შეიქმნას:
დაწერენ მცირე მოცულობის ლექსებს, ჩანახატებს, თხზულებებს, გადაიღებენ ფოტო- სურათებს, დახატავენ თემის მიხედვით.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ფოტოაპარატი ,ვიდეოკამერა, სახატავი ალბომი ჰერბარიუმისა და ნახატებისთვის, ტრანსპორტი :
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
თემის შერჩევა, შესაბამისი კითხვების ჩამოყალიბება. ჯგუფების ჩამოყალიბება და მათთვის შესაბამისი დავალებების განაწილება
პირველი ჯგუფი - ვაჟას ბავშვობის წლები.
მეორე ჯგუფი - სოფელი ჩარგალი.
მესამე ჯგუფი - ვაჟას ოჯახი.
მეოთხე ჯგუფი - ვაჟას საბავშვო მოთხრობები.
მომზადებული პროდუქტის გამრავალფეროვნება ექსკურსიის საშუალებით.
პროდუქტის პრეზენტაცია.
მოსწავლეთა შეფასება მოხდება წინასწარ მომზადებული განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
საგანთაშორისი კავშირი მოხდება ქართულ ენასა და ხელოვნებას შორის.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწანლებელი):
ინგა ურუშაძე.
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
urushadzeinga@gmail.com
13.პროექტის ვებ- გვერდი/ ბლოგი:
ingaurushadze.blogspot.com