Saturday, November 24, 2012

სასწავლო პროექტი

1.პროექტის სახელწოდება
რატომ შეარქვეს ვაჟას ბუნების მგოსანი ?
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა.
3.პროექტის აქტუალობა:
ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას პოეტის შემოქმედებისადმი.შესაძლოა მოსწავლეს ლექსის დაწერის სურვილი გაუჩნდეს.
4.პროექტის მიზნები:
ემოციურად მიმზიდველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ვაჟას პოეზიისადმი. იმ გარემოს გაცნობა, რომელშიც დიდ პოეტს უხდებოდა ცხოვრება და მოღვაწეობა.
5.მონაწილეთა ასაკი:
მეოთხე კლასი. 10 წელი.
6.ვადები/ ხანგრძლივობა:
1 თვე .
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიზლება შეიქმნას:
დაწერენ მცირე მოცულობის ლექსებს, ჩანახატებს, თხზულებებს, გადაიღებენ ფოტო- სურათებს, დახატავენ თემის მიხედვით.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ფოტოაპარატი ,ვიდეოკამერა, სახატავი ალბომი ჰერბარიუმისა და ნახატებისთვის, ტრანსპორტი :
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
თემის შერჩევა, შესაბამისი კითხვების ჩამოყალიბება. ჯგუფების ჩამოყალიბება და მათთვის შესაბამისი დავალებების განაწილება
პირველი ჯგუფი - ვაჟას ბავშვობის წლები.
მეორე ჯგუფი - სოფელი ჩარგალი.
მესამე ჯგუფი - ვაჟას ოჯახი.
მეოთხე ჯგუფი - ვაჟას საბავშვო მოთხრობები.
მომზადებული პროდუქტის გამრავალფეროვნება ექსკურსიის საშუალებით.
პროდუქტის პრეზენტაცია.
მოსწავლეთა შეფასება მოხდება წინასწარ მომზადებული განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
საგანთაშორისი კავშირი მოხდება ქართულ ენასა და ხელოვნებას შორის.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწანლებელი):
ინგა ურუშაძე.
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
urushadzeinga@gmail.com
13.პროექტის ვებ- გვერდი/ ბლოგი:
ingaurushadze.blogspot.com

3 comments:

  1. ინგა არაჩვეულებრივ ფერებში გაქვს გაკეთებული ბლოგი. აჩვენე ეს ბლოგი დირექტორს და გვერდიდან არ მოგიშორებს.

    ReplyDelete
  2. პროექტი ძალიან კარგია. გაფორმებული შესაფერისი სურათებით.თვალსაჩინო და ლამაზია.

    ReplyDelete
  3. დიდი მადლობა, ჩემო მშვენიერო ქალბატონო, ასეთი ლამაზი სიტყვებისთვის.

    ReplyDelete